2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 59,848,335,882 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 31,960,794,416 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 10,848,893,700 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,111,900,715 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 27,887,541,466 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 16,952,487,030 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10,935,054,436 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 10,514,760,566 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 9,601,213,721 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 4,947,409,259 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,653,804,462 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 913,546,845 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 676,465,387 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 237,081,457 ლარის ეკვივალენტი).