2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 59,962,295,802 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 32,316,635,282 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 11,176,542,836 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,140,092,447 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 27,645,660,520 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 17,039,018,341 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10,606,642,179 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 10,715,823,867 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 9,797,694,102 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 5,104,322,627 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,693,371,475 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 918,129,765 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 685,262,774 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 232,866,991 ლარის ეკვივალენტი).