2025 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 60,400,730,209 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 32,455,699,987 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 11,319,812,382 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,135,887,604 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 27,945,030,222 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 18,175,176,915 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 9,769,853,308 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 10,802,368,327 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 9,865,201,452 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 5,180,105,017 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,685,096,435 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 937,166,874 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 709,740,120 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 227,426,754 ლარის ეკვივალენტი).