2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 62,187,785,987 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 33,012,356,692 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 11,746,813,892 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,265,542,800 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 29,175,429,295 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 19,108,292,576 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10,067,136,719 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 11,039,240,327 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 10,099,868,780 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 5,382,933,350 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,716,935,431 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 939,371,547 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 716,166,012 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 223,205,535 ლარის ეკვივალენტი).