სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით

18 აგვისტო 2025

2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 63,231,799,077 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 33,552,145,576 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 11,918,506,699 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,633,638,878 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 29,679,653,501 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 19,494,899,040 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10,184,754,461 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 11,343,671,293 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 10,377,193,732 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 5,605,204,400 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,771,989,331 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 966,477,561 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 742,619,664 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 223,857,897 ლარის ეკვივალენტი).