2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 64,406,520,950 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 33,518,304,057 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 11,971,330,502 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,546,973,555 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 30,888,216,894 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 19,966,652,013 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10,921,564,880 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 11,308,413,758 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 10,336,347,456 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 5,525,243,380 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,811,104,075 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 972,066,303 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 747,827,498 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 224,238,805 ლარის ეკვივალენტი).