სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით

17 ოქტომბერი 2025

2025 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 67,259,154,835 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 34,067,526,674 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 12,295,573,236 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,771,953,438 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 33,191,628,161 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 21,417,430,505 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,774,197,656 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 11,489,800,088 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 10,514,120,275 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 5,670,381,095 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,843,739,180 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 975,679,813 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 749,318,416 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 226,361,397 ლარის ეკვივალენტი).