სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით

18 ნოემბერი 2025

2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 67,268,559,367 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 34,570,758,024 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 12,608,911,940 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,961,846,083 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 32,697,801,343 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 21,331,999,939 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,365,801,404 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 11,604,882,213 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 10,621,718,891 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 5,769,178,650 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,852,540,241 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 983,163,322 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 757,038,553 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 226,124,769 ლარის ეკვივალენტი).