2025 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 67,222,568,183 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 34,529,601,313 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 12,761,603,488 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,767,997,825 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 32,692,966,870 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 21,856,411,490 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10,836,555,380 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 11,459,779,647 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 10,477,763,242 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 5,681,724,174 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,796,039,068 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 982,016,405 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 759,533,379 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 222,483,025 ლარის ეკვივალენტი).