2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 68,644,140,408 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 35,948,314,372 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 13,932,930,861 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 22,015,383,511 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 32,695,826,036 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 21,254,427,899 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,441,398,137 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 12,247,530,283 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 11,240,674,748 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 6,386,838,854 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,853,835,893 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 1,006,855,535 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 783,974,870 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 222,880,665 ლარის ეკვივალენტი).