სიახლეები

ინფორმაცია დეპოზიტების შესახებ 2026 წლის 31 იანვრის მდგომარეობით

18 თებერვალი 2026

2026 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 68,444,862,114 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 35,573,130,018 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 13,697,973,395 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 21,875,156,622 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 32,871,732,096 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 21,843,034,192 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,028,697,904 ლარის ეკვივალენტი).

დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 11,762,391,353 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 10,800,384,149 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 5,985,117,994 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,815,266,155 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 962,007,204 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 745,037,589 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 216,969,615 ლარის ეკვივალენტი).