სიახლეები

კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ 2025 წლის აპრილის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 6,006,890.81 ლარი შეადგინა

19 მაისი 2025

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის და “კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ინსტრუქციის’’ შესაბამისად, 2025 წლის აპრილის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 6,006,890.81 ლარი შეადგინა, რომელიც კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა 2025 წლის მაისში დაფარეს.