“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2021 წლის მაისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 2 487 078,09 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2021 წლის ივნისში დაფარეს.