სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ 2021 წლის ივნისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 2 546 414,99 ლარი შეადგინა

16 ივლისი 2021

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2021 წლის ივნისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 2 546 414,99 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2021 წლის ივლისში დაფარეს.