“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის 2022 წლის აპრილის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 2 969 808,93 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2022 წლის მაისში დაფარეს.