სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ 2022 წლის ივლისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 3,202,199,76 ლარი შეადგინა

17 აგვისტო 2022

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის 2022 წლის ივლისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 3,202,199,76 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2022 წლის აგვისტოში დაფარეს.