სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ 2023 წლის მარტის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 3,392,787.21 ლარი შეადგინა

21 აპრილი 2023

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის 2023 წლის მარტის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 3,392,787.21 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2023 წლის აპრილში დაფარეს.