სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ 2021 წლის აგვისტოს თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 2 636 931,48 ლარი შეადგინა

17 სექტემბერი 2021

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2021 წლის აგვისტოს თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 2 636 931,48 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2021 წლის სექტემბერში დაფარეს.