სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ 2024 წლის მაისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 5,436,866.89 ლარი შეადგინა

18 ივნისი 2024

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის 2024 წლის მაისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 5,436,866.89 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2024 წლის ივნისში დაფარეს.