სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ 2021 წლის ოქტომბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 2 655 606,51 ლარი შეადგინა

16 ნოემბერი 2021

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 14 კომერციული ბანკისთვის 2021 წლის ოქტომბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 2 655 606,51 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2021 წლის ნოემბერში დაფარეს.