სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ 2021 წლის დეკემბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 2 788 362,22 ლარი შეადგინა

20 იანვარი 2022

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 14 კომერციული ბანკისთვის 2021 წლის დეკემბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 2 788 362,22 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2022 წლის იანვარში დაფარეს.