“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 14 კომერციული ბანკისთვის 2022 წლის თებერვლის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 2 985 424,38 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2022 წლის მარტში დაფარეს.