სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ 2022 წლის მარტის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 2 912 509,46 ლარი შეადგინა

19 აპრილი 2022

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის 2022 წლის მარტის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 2 912 509,46 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2022 წლის აპრილში დაფარეს.