“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2019 წლის აპრილის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 365 229.62 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2019 წლის მაისში დაფარეს.