“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის ნოემბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 301 045,91 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა დეკემბერში დაფარეს.