“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის დეკემბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 389 239,13 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2019 წლის იანვარში დაფარეს.