სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ დეკემბერში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 1,596,328.31 ლარი შეადგინა

16 იანვარი 2020

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებსაქართველოს კანონის დაკომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2019 წლის დეკემბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1,596,328.31 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2020 წლის იანვარში დაფარეს.