სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ ივნისში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 1 227 168,43 ლარი შეადგინა

18 ივნისი 2018

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 16 კომერციული ბანკისთვის მაისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 227 168,43ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა ივნისში დაფარეს.