“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 16 კომერციული ბანკისთვის აპრილის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 220 374,84ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა მაისში დაფარეს.