სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ მაისში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 1 366 672.32 ლარი შეადგინა

17 ივნისი 2019

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2019 წლის მაისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 366 672.32 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2019 წლის ივნისში დაფარეს.