“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2021 წლის მარტის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 2 498 066,68 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2021 წლის აპრილში დაფარეს.