“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის აგვისტოს თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 309 910,19 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა სექტემბერში დაფარეს.