სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ სექტემბერში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 1 464 383,28 ლარი შეადგინა

17 ოქტომბერი 2019

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებსაქართველოს კანონის დაკომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის 2019 წლის სექტემბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 464 383,28 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2019 წლის ოქტომბერში დაფარეს.