“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 16 კომერციული ბანკისთვის თებერვლის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 207 300,51 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა მარტში დაფარეს.