სიახლეები

ლევან თოდუამ სომხეთის დეპოზიტების გარანტიის ფონდის ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

25 ივლისი 2025

სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქალაქ დილიჟანში, სომხეთის რესპუბლიკაში გამართულ კონფერენციაში, რომელიც სომხეთის დეპოზიტების გარანტიის ფონდის დაარსების 20 წლის იუბილეს მიეძღვნა.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსმა, ლევან თოდუამ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - ,,დეპოზიტების დაზღვევის სისტემის როლი ფინანსური სექტორის სტაბილურობაში’’.

შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და ხედვები გაუზიარეს.