საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ წარმოადგინა. კანონპროექტში გათვალისწინებულია, როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური ხასიათის ცვლილებები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საინვესტიციო პოლიტიკის მეტი მოქნილობა და სადაზღვევო ფონდის სახსრების განკარგვის ეფექტიანობა.
მომხსენებლის განცხადებით, პროექტის წარმოდგენილ ვარიანტში, ასახული და გათვალისწინებულია შენიშვნები და რეკომენდაციები, რაც წინა საკომიტეტო მოსმენების დროს იქნა გამოთქმული.