2025 წლის 17 სექტემბერს სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე პერიოდის ანგარიში განიხილეს.
სამეთვალყურეო საბჭომ იმსჯელა და მხარი დაუჭირა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გადაწყვეტილებას სადაზღვევო ზღვრის გაზრდის თაობაზე, რომლის თანახმად 2026 წლის პირველი აპრილიდან ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 50 000 ლარამდე გაიზრდება.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, ფინანსური სტაბილურობის და უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და იცავს დეპოზიტორებს კუთვნილი თანხების დაკარგვისგან (დადგენილი ზღვრის ფარგლებში).