2023 წლის 21 თებერვალს სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე პერიოდის ანგარიში განიხილეს.
სამეთვალყურეო საბჭომ იმსჯელა და მხარი დაუჭირა სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გადაწყვეტილებას სადაზღვევო ზღვრის გაზრდის თაობაზე, რომლის თანახმად 2024 წლის პირველი იანვრიდან დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 30 000 ლარამდე გაიზრდება.