დეპოზიტები დაზღვეულია 30 000 ლარის ფარგლებში თითოეული დეპოზიტორისთვის თითოეულ კომერციულ ბანკში და მიკრობანკში. იმ შემთხვევაში, თუკი დეპოზიტორს ერთ კომერციულ ბანკში/მიკრობანკში რამდენიმე ანგარიში აქვს, მისი ანგარიშები აღნიშნული კომერციული ბანკისთვის/მიკრობანკისთვის ჯამდება და ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ზღვარი 30 000 ლარი იქნება. თუ დეპოზიტორს აქვს რამდენიმე ანგარიში სხვადასხვა კომერციულ ბანკში და მიკრობანკში, მისი ყველა ანგარიში ყველა კომერციულ ბანკში და მიკრობანკში დაზღვეულია ცალ-ცალკე, დადგენილი ზღვრის ფარგლებში.