როგორ ამინაზღაურდება დეპოზიტი?

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის და „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნებისმიერი კომერციული ბანკის და მაკრობანკის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემთხვევაში, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო 20 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოფს დეპოზიტორებისთვის კუთვნილი თანხის ანაზღაურების პროცესის დაწყებას.  ანაზღაურების პროცესის განსახორციელებლად შერჩეული იქნება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებიდან/მიკრობანკებიდან ერთ-ერთი. ყველა საჭირო ინფორმაცია დეპოზიტორებს ეცნობება სააგენტოს მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე.