2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 52,113,624,155 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 26,854,420,266 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 9,359,124,943 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 17,495,295,324 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 25,259,203,889 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 16,351,810,226 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8,907,393,663 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 9,270,713,187 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 8,359,805,160 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 4,213,547,276 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 4,146,257,883 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები - 910,908,028 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 637,691,278 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 273,216,750 ლარის ეკვივალენტი).