“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,კომერციული ბანკების და მიკრობანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების, შენატანების გადახდის პროცედურების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის 2023 წლის ნოემბრის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 3,688,575.45 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა 2023 წლის დეკემბერში დაფარეს.