სიახლეები

2024 წლის პირველი იანვრიდან დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 30 000 ლარამდე იზრდება

15 დეკემბერი 2023

2024 წლის 1 იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება. სადაზღვევო ზღვრის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ 2023 წლის 21 თებერვალს მიიღო.

საქართველოს კანონი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ ითვალისწინებს სადაზღვევო ზღვრის პერიოდულ გადახედვას, ბაზრის მიმდინარე ტენდენციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ზღვრის გაზრდის გადაწყვეტილებით, საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, კიდევ უფრო უახლოვდება შესაბამისი ევროდირექტივით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით განსაზღვრულ სტანდარტს.