1

სადაზღვევო შემთხვევა დგება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის ოფიციალურად გამოცხადებით.

1

განცხადება გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის და სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ოფიციალური გვერდების საშუალებით.

2

ანაზღაურება ხდება შერჩეული კომერციული ბანკის (აგენტი ბანკის) საშუალებით.

2

შემთხვევის გამოცხადების შემდეგ, სააგენტო, წინასწარ შერჩეული რამდენიმე კომერციული ბანკიდან შეარჩევს აგენტ ბანკს, რომლის საშუალებითაც ანაზღაურდება დეპოზიტები.

3

შემთხვევის გამოცხადებიდან 5 დღეში სააგენტო აქვეყნებს ანაზღაურების პროცესის დეტალურ ინსტრუქციას.

3

ოფიციალურ განცხადებაში მითითებული იქნება ანაზღაურების პროცესთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია - ანაზღაურების დაწყების თარიღი, აგენტი ბანკის კონკრეტული ფილიალები, დეპოზიტორის მიერ წარსადგენი დოკუმენტები და ა.შ.

4

ანაზღაურების პროცესი იწყება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 20 კალენდარულ დღეში.

4

20 დღიანი ვადა წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ მაქსიმუმს. ანაზღაურების დაწყების კონკრეტული თარიღი მითითებული იქნება ოფიციალურ განცხადებაში.

5

სადაზღვევო ზღვარი შეადგენს 15 000 ლარს.

5

იმ შემთხვევაში, თუკი დეპოზიტორს რამდენიმე ანგარიში აქვს (მათ შორის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში), მისი ანგარიშები ჯამდება და ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა 15 000 ლარი იქნება.

6

დეპოზიტორს შესაძლებლობა ექნება კუთვნილი თანხა მიიღოს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

6

აგენტი ბანკი უფლებამოსილია დეპოზიტორს, ასევე, შესთავაზოს ანგარიშის გახსნა, ასანაზღაურებელი თანხის მიღების მიზნით.

7

დეპოზიტორს კუთვნილი თანხის მიღება 3 წლის განმავლობაში შეუძლია.

7

დეპოზიტორს სააგენტოსგან ანაზღაურების მოთხოვნის უფლება უნარჩუნდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, დეპოზიტორისათვის ასანაზღაურებელი თანხა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიმართება საქართველოს ეროვნულ ბანკში.