სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

25 მაისი 2026

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ 2026 წლის 21 მაისს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ობლიგაციების სინდიკაციის მეთოდით ჩატარებულ აუქციონში.

სააგენტომ 22,500,000.00 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5.9წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 9.000%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 22,500,000.00 ლარი, კუპონი კი 9.000%-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2032 წლის 28 აპრილი.

2026 წლის 21 მაისის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 343,268,000 ლარს შეადგენს.