სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

23 სექტემბერი 2026

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2026 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2026 წლის 22 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 4,209,245.97 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 7.5 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8.410%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 4,158,000.00 ლარი, კუპონი კი 8.375%-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2031 წლის 25 ივლისი.

2026 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 445,426,000 ლარს შეადგენს.