სიახლეები

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტომ სახაზინო ფასიან ქაღალდებში ინვესტიცია განახორციელა

7 ოქტომბერი 2026

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2026 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2026 წლის 6 ოქტომბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში.

სააგენტომ 8,170,382.98 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 3.2 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8.350%-ია.

შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა 8,000,000.00 ლარი, კუპონი კი 9.000%-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2029 წლის 8 მარტი.

2026 წლის 6 ოქტომბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 453,426,000 ლარს შეადგენს.