დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკისა და 2026 წლის საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, სააგენტომ 2026 წლის 17 ნოემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონში. სააგენტომ 7,187,331.92 ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 5.9 წლის ვადიანობის ბენჩმარქ ობლიგაციებში, რომლის შემოსავლიანობის განაკვეთი შესაბამისად 8.500%-ია.
შესყიდული სახაზინო ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულებაა7,000,000.00 ლარი, კუპონი კი 9.000%-ი. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღია 2032 წლის 28 აპრილი.
2026 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელში არსებული ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება 467,426,000 ლარს შეადგენს.