2026 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 75,375,940,822 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 38,595,366,980 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 16,342,840,284 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 22,252,526,695 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 36,780,573,843 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 26,102,083,106 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 10,678,490,736 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 15,981,750,077 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 14,580,242,156 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 8,009,415,514 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 6,570,826,642 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 1,401,507,921 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 1,076,001,773 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 325,506,148 ლარის ეკვივალენტი).