2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 19 ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 77,549,973,632 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 39,217,878,237 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 16,516,446,456 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 22,701,431,781 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 38,332,095,395 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 27,050,970,309 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 11,281,125,086 ლარის ეკვივალენტი).
დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების საერთო მოცულობა 16,077,406,283 ლარს შეადგენს. ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 14,657,315,218 ლარია, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 7,998,035,348 ლარის მოცულობის დეპოზიტები, უცხოურ ვალუტაში - 6,659,279,870 ლარის ეკვივალენტი, ხოლო იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტები 1,420,091,065 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 1,089,292,150 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 330,798,915 ლარის ეკვივალენტი).